აბაზანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:28, 22 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბაზანა – სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელი ან აპარატი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად შევსებულია თხევადი გარემოთი (წყალი, ხსნარი, ნადნობი), აგრეთვე გამდნარი გარემო ზოგი ღუმლისათვის (მაგ., მინის სადნობი). არსებობს აბაზანის სახეები: ალუმინის, ამომჭმელი, დიაფრაგმიანი, ელექტროლიზის, ელექტროლიტის, ელექტრული, ზეთის, თერმული დამუშავების, მარილის, სადნობი, საკალავი, სალექი, საჟღენთი, საციანიზაციო, საწრთობი, ტუტის, ტყვიის, უდიაფრაგმო, ქვიშის, შედუღების, წიდის, წყლის, ჰაერისა და სხვ.;
იხილე აგრეთვე
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი [[კატეგორია:აჭურჭელი]