აბერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბერაცია — (ლათ. aberrātiō(n-) გადახვევა, გადახრა < aberrāre ნორმიდან გადახრა, გზის აცდენა) –

  1. ოპტიკურ სისტემებში (ლინზა, ფოტოაპარატი, მიკროსკოპი) მიღებული გამოსახულების დამახინჯება – სინათლის სხივების გადახრა ლინზის ფოკუსური წერტილიდან (სურ. 1);
  2. ასტრონომიული მზის სინათლის სხივების ხილული გადახრა დედამიწის მოძრაობის სიჩქარის გავლენით;
  3. მათემატიკური წყობის ან ფუნქციის გადახრა ტიპური ნორმიდან;
  4. გადატანითი მნიშვნელობით შეცდომა აზროვნების პროცესში, შემთხვევითი ცდომილება.

აბერაციის სახეებია: არასიმეტრიული, გრძივი, ელექტრონულ-ოპტიკური, ოპტიკური, სიმეტრიული, სფერული, ფაზური, ქრომატული და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები