აერაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:33, 27 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აერაცია − (ფრანგ. aération განიავება < ბერძ. aēr აირი, ჰაერი, ქარი),
1. აირმიმოცვლა ნიადაგის ჰაერსა და ატმოსფეროს ჰაერს შორის, ბუნებრივი ვენტილაცია; 2. ჰაერმიმოცვლა სარკმლიდან, ფრამუგიდან და სახურავის სარკმლიდან; 3. ბუნებრივი განიავება; ჰაერით, ჟანგბადით გაჯერება; 4. კომპოსტირებისას კომპოსტის კომპონენტების გამდიდრება ჟანგბადით. ეს პროცესი ხორციელდება სპეციალური მოწყობილობით – აერატორით; 5. სასოფლო-სამეურნეო მიწის გაფხვიერება სპეციალური საშუალებით (აერატორით), რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადის შეღწევას მცენარეების ფესვე- ბთან.