აერაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:36, 27 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აერაცია − (ფრანგ. aération განიავება < ბერძ. aēr აირი, ჰაერი, ქარი),
- აირმიმოცვლა ნიადაგის ჰაერსა და ატმოსფეროს ჰაერს შორის, ბუნებრივი ვენტილაცია;
- ჰაერმიმოცვლა სარკმლიდან, ფრამუგიდან და სახურავის სარკმლიდან;
- ბუნებრივი განიავება; ჰაერით, ჟანგბადით გაჯერება;
- კომპოსტირებისას კომპოსტის კომპონენტების გამდიდრება ჟანგბადით. ეს პროცესი ხორციელდება სპეციალური მოწყობილობით – აერატორით;
- სასოფლო-სამეურნეო მიწის გაფხვიერება სპეციალური საშუალებით (აერატორით), რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადის შეღწევას მცენარეების ფესვებთან.