მუსიკალური კილო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:35, 6 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კილო — მუსიკალური ბგერების ურთიერთკავშირის სისტემა, დაფუძნებული მიზიდულობაზე მერყევი ბგერებისა მყარში (საყრდენში). მუსიკის ისტორიული განვითარების გზაზე გამომუშავდა ტონების სხვადასხვა რაოდენობის მქონე კილოებრივი სისტემები. ევროპული მუსიკის ძირითადი კილოებია მაჟორი და მინორი.