აკმონიტალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:33, 12 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკმონიტალი – (იტალ. acciaio monetario italiano იტალიური სამონეტო ფოლადი), უჟანგავი ქრომიანი ფოლადი ნიკელის დანამატით. შედგენილობა: რკინა (80%-მდე), ქრომი (17,5-19%), სილიციუმი (1,15%), მაგნიუმი (0,5%), გოგირდი (0,03%), ფოსფორი (0,03%). ძირითადად ამ შენადნობით იჭრება რომის ზარაფხანაში იტალიის, ვატიკანისა და სან-მარინოს გაცვლითი მონეტები.