აკრილბეტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:36, 12 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკრილბეტონი − დეკორატიული ბეტონის სახეობა, დამზადებული პოლიმერული აკრილის შემკვრელისა (აკრილის მჟავა ან აკრილატი) და მარმარილოს ფქვილის საფუძველზე. სიმკვრივე – 1700 კგ/მ3, ექსპლუატაციის ტემპერატურა −40-დან +60°C-მდე. ძირითადად გამოიყენება შენობების ფასადებისა და ინტერიერების მოპირკეთებისათვის.