ავტობეტონმზიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:30, 14 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავტობეტონმზიდი – სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ბეტონის ნარევის გადასატანად. ავტომანქანაზე (ნახევრადმისაბმელზე) დამონტაჟებულია მბრუნავი გრავიტაციული შემრევი წყლის ავზითა და ტუმბოთი, რომელიც უზრუნველყოფს ბეტონის ქარხნიდან (კვანძიდან) ობიექტამდე ბეტონის ნარევის კომპონენტების უწყვეტ შერევასა და ჰომოგენური მდგომარეობის შენარჩუნებას, რისთვისაც ავტობეტონმზიდი აღჭურვილია ჰიდროცილინდრების სისტემით. თანამედროვე ავტობეტონმზიდის (ავტობეტონსარევის) მოცულობა შეადგენს 8-10 მ3-ს.