ავტოგუდრონატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:41, 14 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავტოგუდრონატორი – სატრანსპორტო საშუალება ცხელი და ცივი ორგანული შემკვრელი მასალების (ძირითადად გუდრონისა და ბიტუმის) გადასატანად და გასანაწილებლად საავტომობილო გზების, აეროდრომებისა და ხიდების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოებისათვის, აგრეთვე შენობის ბურულის, საძირკვლების, წყალსატარი მილებისა და სხვ. ჰიდროსაიზოლაციო მასალების ტრანსპორტირებისათვის. მონტაჟდება სატვირთო ავტომობილების, მისაბმელების ან ნახევარმისაბმელების შასიზე. გადასატანი მასალის ცხელ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად ავტოგუდრონატორი დამონტაჟებულია არაპირდაპირი გაცხელების სისტემა, რომელიც ცისტერნაში საჭირო ტემპერატურას უზრუნველყოფს.