ავტომატიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:56, 14 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავტომატიზაცია – (ბერძ. autómatos თვითმოქმედი, თვითმავალი), სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც იყენებს თვითრეგულირებად ტექნიკურ საშუალებებსა და მათემატიკურ მეთოდებს ინფორმაციის, ენერგიის, მასალის მიღების, სარგებლობის, გადაცემის, გარდაქმნის პროცესში მონაწილეობისგან ადამიანის მთლიანად ან ნაწილობრივ განსათავისუფლებლად. მას მიმართავენ საწარმოო პროცესის სრულყოფის, შრომის ნაყოფიერების გაზრდის, პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ამაღლებისათვის, მართვის, რეგულირებისა და კონტროლის პროცესების ოპტიმიზაციისათვის და სხვ.