აჰვსა რიმშაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:07, 20 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ა-ჰვსა რჷმშაფ-ი (აფხ. Аҳәса рымшаҧ) — „ქალების აღდგომა“, აღდგომის მომდევნო კვირა. ეს დღე ეძღვნებოდა გართობებსა და თამაშებს. დილით ადრე, საუზმის შემდეგ, თითქმის ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იკრიბებოდა; თამაშებს შორის დოღს ცენტრალური ადგილი ეჭირა, ახალგაზრდები ცეკვა-სიმღერით ერთობოდნენ, იცოდნენ ბურთის თამაში. საამდღისო სადილის მომზადებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. აჰვსა-რიმშაფის შემდეგ ხალხი შრომით საქმიანობას უბრუნდებოდა და ორშაბათიდან ყანის სამუშაოებს იწყებდა.
ლიტერატურა
Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960.