გარწებული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:19, 20 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გარწებული - ცეკვა განდაგანის ადრინდელი სახეობა, რომელიც უმთავრესად ჭვანის ხეობაში ყოფილა გავრცელებული. იგი განსაკუთრებული ელასტიურობით ხასიათდებოდა, რაც წელის რიტმულ მოძრაობას ემყარებოდა. ცეკვა, უპირატესად, შრომის - მკის პროცესში მყოფი ქალების მიერ სიმღერის ტაქტზე სრულდებოდა.
ლიტერატურა
ნიჟარაძე, 1971:134