სეგიდილია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 20 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სეგიდილია — (ესპ. seguidilla)
- ხალხური მუსიკალურ-ლიტერატურული ფორმა, რომელიც წარმოიშვა XV საუკუნეში. შემდგომ, XVIII საუკუნეში, შეიჭრა თეატრის ყოფაში. სეგიდილია როგორც ხალხური სიმღერა-ცეკვა ფართოდ იყო გავრცელებული. ცნობილია მისი რამდენიმე ნაირსახეობა.
- ესპანური ხალხური ცეკვა-სიმღერა სწრაფი ტემპით, სამწილადი ზომით, ცვალებადი რიტმით. ასრულებს წყვილი, ზოგჯერ ორი ქალი. სრულდება გიტარაზე დაკვრის, კასტანეტების ტკაცუნის, სიმღერის თანხლებით. ხასიათით ცოცხალი, ტემპერამენტულია.