აირსადენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აირსადენი – გრძელი მილი აირის დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისათვის. მის შემადგენლომაში შედის: ნავთობაირული არმატურა, ონკანები, ჩამკეტები, საკომპრესორო სადგური, აირგამანაწილებელი სადგურ(ებ)ი და აირის სარეგულირებელი პუნქტი.
სახეობის მიხედვით არის: მიწისზედა, მიწისქვეშა და წყალქვეშა;
მილში წნევის მიხედვით:
- 1) მაგისტრალურ აირსადენში: I კატეგორია – წნევა 10 მპა-მდე, II კატეგორია – წნევა 2,5 მპა-მდე;
- 2) გამანაწილებელ აირსადენში: დაბალი წნევის (0,005 მპა-მდე), საშუალო წნევის (0,005-0,3 მპა), მაღალი წნევის: I კატეგორია (0,6-1,2 მპა), Iა კატეგორია (მეტი 1,2 მპა-ზე) და II კატეგორია (0,3-0,6 მპა).
მსოფლიოში მოქმედი ყველაზე გრძელი აირსადენებია:
- 1) „დასავლეთი-აღმოსავლეთი“, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სიგრძე 8704 კმ;
- 2) „თურქმენეთი-ჩინეთი“, თურქმენეთი-უზბეკეთი-ყაზახეთი-ჩინეთი, ≈7000 კმ;
- 3) „შუა აზია-ცენტრი“, თურქმენეთი-უზბეკეთი-ყაზახეთი-რუსეთი, ≈5000 კმ;
- 4)„ურენგოი-პომარი-უჟგოროდი|, რუსეთი-უკრაინა, 4451 კმ;
- 5) „ტენესი“ (Tennessee), აშშ, 300 კმ;
- 6) „ბოლივია-ბრაზილია“, 3150 კმ;
- 7) „როკის ექსპრესი“ (Rockies Express), აშშ, 2702 კმ;
- 8) „ირანი-თურქეთი“, 2577 კმ;
- 9) ტრანსხმელთაშუაზღვის აირსადენი (Transmediterranian pipeline, TransMed), ალჟირი-ტუნისი-იტალია, 2475 კმ;
- 10) „იამალ-ევროპა“, რუსეთი-ბელორუსია-პოლონეთი-გერმანია, მეტი 2000 კმ-ზე და სხვ.
არსებობს აირსადენის სახეები: გამანაწილებელი, გამოსაბოლქვი, გარე, დაბალი წნევის, დასახლებათშორისი, ერთ-, ორ-, სამ- და მრავალსაფეხურიანი, მაგისტრალური, მაღალი წნევის, მიმყვანი, მიწისზედა, მიწისქვეშა, პოლიეთილენის, რგოლური, სარეზერვო, საშუალო წნევის, სპილენძის, ფოლადის, შემწოვი, შერეული, შიგა, ჩიხური, წყალქვეშა და სხვა.