ლიმონი ლისბონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიმონი ლისბონი

ლიმონ ლისბონს - ძლიერი ზრდა ახასიათებს. 3–3,5 მეტრამდე სიმაღლეს აღწევს, ვარჯი ჩვეულებრივი აქვს: სქელი და კარგად შეფოთლილი. ძირითადი ტოტები ძლიერია, 4–5 რაოდენობით.

სარჩევი

ყლორტი და ეკალი

ყლორტები მრგვალია, მუქი მწვანე ფერისა. ნორჩი ნაწილები შეფერილია იისფრად.

ეკლები აქვს საშუალო რაოდენობით, მაგრამ პატარა და მახვილი. ფოთოლი მოგრძო ოვალური და კიდედაკბილულია, ზომით 12X6 სმ-ს აღწევს. ყუნწი მრგვალი. სრულიად უფრთოა, სიგრძით 1,2–1,5 სმ-მდე.

ყვავილი

ყვავილი საშუალო ზომისაა, გვირგვინის ფურცლები 5 აქვს, დანისებრი ფორმის და გარედან ვარდისფრადაა შეფერილი. მტვრიანები 20–25 აღწევს.

ნაყოფი

ნაყოფი მოგრძო ოვალურია, გვერდზე წვერგადახრილი. სიმაღლე 5,7–7,5 სმ-მდე. დიამეტრი 5,3–6,5 სმ., წონა 125–155 გრამი.

ლიმონი მოყვითალო ფერის და გლუვზედაპირიანია. წვერი დანაოჭებულია, ძუძუსთავისებრი და მომრგვალო, ამოწეული ფუძით. არომატი ძლიერ სასიამოვნო აქვს.

კანი

ნაყოფის კანი ელასტიკურია, მწარე. სისქე 0,2–0,4 სმ. ხორცი მოყვითალო, მკრთალი მწვანე ფერის. სეგმენტები თხელაპკიანია, თანაბარი სიდიდის 10–11-მდე, საწვნე უჯრედები წვრილი და გრძელია. წვენი აქვს უხვად, მოყვითალო, კარგი არომატიანი და მჟავე. სიმჟავიანობა 7% უდრის. ნაყოფში 9-10 საშუალო ზომის მოგრძო ან ოვალური თესლი აქვს. ნაყოფი მწიფდება ნოემბრის ბოლოს. ლისაბონი ჩვენში შემოტანილია კალიფორნიიდან.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. ტ. 3 : ციტრუსები / ე. თოფურიძე, მ. ტაბლიაშვილი და ვ. შანიძე ; რედ. და წინასიტყვ. ავტ.: ნ. კეცხოველი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები