მოხიგანგა – (ესპ. mojiganga - მასკარადი, ბუფონადა) ესპანურ თეატრში მოკლე თეატრალური წარმოდგენა გროტესკულ-სახუმარო ხასიათისა (ნიღბებით, ხშირად სიმღერისა და ცეკვის თანხლებით და ა.შ.). მოხიგანგა, როგორც თეატრალური წარმოდგენა, პირველად ნახსენებია ლიტერატურაში 1637 წ.
წყარო
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი