ტარტალია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 21 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტარტალია – (იტალ.Tartaglia, ენაბლუ), კომედია დელ არტეს ნეაპოლური ვარიანტის ნიღაბი. გულბოროტი, ინტრიგან-ენაბლუს ტიპი. ტარტალიას ნიღაბი ნეაპოლში 1610 წელს გამოჩნდა. მისი ერთ-ერთი პირველი შემსულებლები იყვნენ მსახიობები ოტავიო ფერარეზე და ბელტრანი და ვერონა.
ტარტალია წარმოშობით ესპანელია, რომელიც კარგად არ ფლობს იტალიურს. იგი საჯარო მოხელეა შეიძლება იყოს მოსამართლე, პოლიციელი, ფარმაცევტი, ნოტარიუსი, გადასახადის ამკრეფი და ა.შ. ტარტყალია მოხუცი კაცია მსუქანი მუცლით, სტილიზებული ოფიციალური კოსტუმით, მელოტ თავზე ქუდით და ცხვირზე დიდი სათვალით.