ტელევიზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:44, 21 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტელევიზია, ტელეხედვა – უძრავი და მოძრავი ობიექტების ხედვა შორ მანძილზე ტექნიკური საშუალებებით – ელექტრო ან რადიოკავშირგაბმულობით გადაცემული გამოსახულების ეკრანზე მიღების გზით. ტელევიზია საშუალებას იძლევა ტელევიზორის მიმღების ეკრანზე ვნახოთ კინოფილმები, თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები და ა. შ.