გუარნერი პიეტრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:36, 24 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გუარნერი პიეტრო - Guarneri (18. II, 1655, კრემონა, – 26 III. 1720, მანტუა), ვიოლინოს იტალიელი ოსტატი. ანდრეა გუარნერის უფროსი შვილი. ვიოლინოებს ამზადებდა საკუთარი მოდელის მიხედვით (განიერი მკერდი, მომრგვალებული ფორმის ეფები და სხვ.) მის საკრავს ლამაზი ტემბრი, მაგრამ ბრწყინვალებას მოკლებული ხმოვანება აქვს.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი