ამბიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამბიონი - (ბერძ.) სამეუფო კარის პირდაპირ შუა ადგილზე ამაღლებული ადგილი. აქ დგება მღვდელი ზიარებისა და ქადაგების დროს. ამბიონი სიმბოლურად ნიშნავს ლოდს, რომელიც ანგელოზმა ქრისტეს საფლავიდან გადააგორა.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი; 2013 წ.