ტრილოგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:07, 25 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტრილოგია – (ბერძ. τριλογία), დრამატურგიაში – სამი პიესა, რომლებიც გაერთიანებულია ერთობლივი იდეით, სიუჟეტური თანმიმდევრობით, მოქმედი პირებით, ავტორის საერთო ჩანაფიქრით; ამავე დროს, ტრილოგიაში გაერთიანებული თითოეული პიესა დამოუკიდებელი და დასრულებული ნაწარმოებია. ტრილოგიის ფორმა წარმოიშვა ძველ საბერძნეთში: დიონისეს დღესასწაულზე, პოეტებისა და დრამატურგების შეჯიბრების დროს, სრულდებოდა სამი ტრაგედია, რომლებიც ერთ ციკლში იყო გაერთიანებული. ძველბერძნულ თეატრში, ჩვეულებრივ, ამას ემატებოდა ე. წ. „სატირული დრამა“, რომელიც ტრილოგიასთან ერთად ტეტრალოგიას ქმნიდა.