ტრომპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:52, 25 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტრომპი – (ფრანგ. trompe), სახელწოდება კამარათა ჯგუფისა, რომლებიც მოთავსებულია კედლების შეერთების ადგილას, კუთხეებში. ტრომპი საშუალებას იძლევა აიგოს ოთხკუთხა შენობის ზემოთ მრგვალი გუმბათი ან ყელი, ასევე განხორციელდეს გადასვლა შენობის ქვედა ოთხკუთხა ნაწილიდან ზედა, რვაკუთხასაკენ და ა. შ. ტრომპს იყენებენ მრავალი ქვეყნის არქიტექტურაში, ასევე ქართულ არქიტექტურაშიც.