ფაგოტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:16, 26 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფაგოტი – ხის ჩასაბერი ენაკიანი საკრავი კონუსური კვეთით და ორმაგი ენაკით; გამოგონილია XVI საუკუნეში. XVII საუკუნის შუა წლებიდან გამოიყენება ორკესტრში მუდმივი საკრავის სახით. ბგერის თანამედროვე ტემბრი განსხვავებულია სხვადასხვა რეგისტრში: დაბალში მოგუგუნე, საშუალოში მღერადი, რბილი და მაღალში მკვეთრი. დაკვრის ტექნიკა საკმაოდ რთულია. ფაგოტი მიეკუთვნება არატრანსპონირებულ საკრავთა რიცხვს, ნოტირებულია ბანის გასაღებში (მაღალ რეგისტრში ტენორის ან ვიოლინოს გასაღებში).