ფაგოტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 26 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაგოტი

ფაგოტი – (იტალ. fagotto), ხის ჩასაბერი ენაკიანი საკრავი კონუსური კვეთით და ორმაგი ენაკით; გამოგონილია XVI საუკუნეში. XVII საუკუნის შუა წლებიდან გამოიყენება ორკესტრში მუდმივი საკრავის სახით. ბგერის თანამედროვე ტემბრი განსხვავებულია სხვადასხვა რეგისტრში: დაბალში მოგუგუნე, საშუალოში მღერადი, რბილი და მაღალში მკვეთრი. დაკვრის ტექნიკა საკმაოდ რთულია. ფაგოტი მიეკუთვნება არატრანსპონირებულ საკრავთა რიცხვს, ნოტირებულია ბანის გასაღებში (მაღალ რეგისტრში ტენორის ან ვიოლინოს გასაღებში).





წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები