წურწუმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:17, 29 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წურწუმა - მილაკიანი წყლის ჭურჭელი. ფორმით „იბრიღ, იბრეხ, იბრეღ“-ის იდენტური. წურწუმა კეთდებოდა სპილენძის ფირფიტებისაგან. არის მოკალული და მოუკალავიც. წურწუმის დამახასიათებელია ლამაზად გამოყვანილი მილი. ძირი ქუსლიანი ან ბრტყელი აქვს, მუცელი - მრგვალი ან მსხლისებური, ყელი მაღალი, ძირში განიერი, პირისკენ ვიწრო. ჭურჭლის ტანზე და პირთან დამაგრებულია სპილენძის სამჭვალეებით წურწუმა აღმოსავლური ჭურჭელია. მას ძირითადად იყენებდნენ ვარდის წყლის დასაყენებლად,
ხელ-პირის დასაბანად, რიტუალური დანიშნულებით ხმარებაში იყო აგრეთვე წურწუმა-სურა, თუნგი-წურწუმა. წურწუმა საქართველოსთვისაც ტრადიციული ჭურჭელი ყოფილა, რაც XIX ს. არქეოლოგიური გათხრებითაც დასტურდება. მას პარალელები თიხის ჭურჭელთან ეძებნება.