სურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:40, 29 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სურა - მაღალყელიანი, უსახელურო, ლითონისა და თიხის ჭურჭელი. აქვს მრგვალი ძირი, მკვეთრად გამობერილი მუცელი, მაღალი და წვრილი ყელი. პირი უნისკარტო და მრგვალი. სურები საქართველოში XVII საუკუნეშიც ყოფილა ხმარებაში, რასაც მოწმობს ვახუშტი ორბელიანის ქონების სიაში დასახელებული როგორც ვერცხლის, ისე სპილენძის სურები.