ბიოაკუსტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:12, 30 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბიოაკუსტიკა - (bios - სიცოცხლე, akustika - სმენა), ბიოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ცხოველებში ბგერათწარმომქნელი და ბგერათამთვისებელი ორგანოების მუშაობას.
ბიოაკუსტიკის მიღწევებს დიდი მნიშვნელობა აქვს მეტყველების სინთეზის ამოცანების გადაჭრაში, ადამიანის მანქანასთან ურთიერთობის მოწყობილობის შექმნაში, მეტყველების ავტომატურ გარჩევაში. ისინი ქმნიან საფუძველს მგრძნობიარე ხელსაწყოების დამუშავებისთვის, რომლებიც გამოიყენება, როგორც ავტომატური თვალთვალის და დაკვირვების საშუალებები ხომალდებზე იარაღის თვითდამიზნების სისტემებში და სხვა.