ხელოვნების ნაწარმოების მხატვრული ფორმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:52, 30 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხელოვნების ნაწარმოების მხატვრული ფორმა − მხატვრული ნაწარმოების შიდა ორგანიზაცია, კონკრეტული სტრუქტურა, რომელიც ყალიბდება სპეციფიკური გამომხატველ-გამომსახველი საშუალებების დახმარებით, განსაზღვრული მხატვრული იდეის გამოსააშკარავებლად და განსახორციელებლად. ხელოვნების ნაწარმოების მხატვრული ფორმა მრავალნაირია. მის ძირითად ელემენტებს განეკუთვნებიან: მხატვრული იდეა, თემა, ფაბულა, სიუჟეტი, მხატვრული ენა, კომპოზიცია, მატერიალური გამომხატველ-გამომსახველი საშუალებანი (კომპოზიცია, სიტყვა, რითმა, რიტმი, ბგერათა ინტონაცია, ჰარმონია, ფერი, კოლორიტი, ხაზი, ნახატი, შუქჩრდილი, მოცულობა, ტექტონიკა, პა, მიზანსცენა, კინომონტაჟი და ა. შ.).