ფორტეპიანო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:11, 30 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფორტეპიანო – სიმებიანი დასარტყამი-კლავიშიანი საკრავი. თანამედროვე ფორტეპიანომ ისტორიული განვითარების დიდი გზა განვლო უძველესი ერთსიმიანი „მონოქორდიდან“.
თანამედროვე ფორტეპიანოს აქვს კლავიშების მექანიკა, აღჭურვილია 2 ან 3 პედალით: მარჯვენა პედალის დაჭერით სიმების ჟღერა ხანგრძლივდება, მარცხენა პედალი – პირიქით ახშობს.
მესამე პედალი, რომელიც სრულყო ჰენრი სტენვეიმ (1797–1871), აგრძელებს გარკვეული ბგერის ჟღერადობას, მარჯვენა პედალის შემდგომი მოქმედებისაგან დამოუკიდებლად. დინამიკურმა და ტემბრულმა შესაძლებლობებმა მრავალხმიანი ფორტეპიანო ერთ-ერთ წამყვან სოლო და თანმხლებ საკრავად აქცია.