საბურულე მასალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
04:01, 1 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბურულე მასალა – შენობის სახურავის ატმოსფერული ნალექებისგან (წვიმა, თოვლი, სეტყვა, ქარი) დამცავი საშენი მასალა.
ბურულისადმი წაყენებული ძირითადი მოთხოვნებია: წყალუჟონადობა, ტენმედეგობა, ყინვამედეგობა, სიმსუბუქე, მექანიკური სიმტკიცე, მაღალი წინაღობა გაგლეჯაზე, ხანგამძლეობა, მცირე ანთებადობა, მედეგობა ქიმიურად აგრესიული ნივთიერებების, მზის რადიაციისა და ტემპერატურული ცვალებადობის მიმართ, ეკონომიკურობა დამზადებისა და ექსპლუატაციის დროს.
არსებობს საბურულე მასალის სახეები: ალუმინის ფურცლები, ბუნებრივი ქვის ფილები, თუნუქი, კერამოპლასტი, კრამიტი თიხის, კრამიტი ბიტუმის, კრამიტი ფოლადის (მეტალოკრამიტი), კრამიტი ცემენტ-ქვიშის, კრამიტი პოლიმერ-ქვიშის, კუპრი, ლინეკრომი, მინარუბეროიდი, მინაპლასტიკი, ონდულინი, პერგამინი, რუბეროიდი, ტოლი, ფოლადის ფურცლები, ყავარი და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები