ბანდაისძე ავგაროზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:35, 1 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბანდაისძე ავგაროზი – (გ. 1400 წელი. ახლო ხანებში), მწიგნობარი, მხატვარი და კალიგრაფი. 1348-1365 წლებში გადაწერა პარაკლიტონი (A 575). არის ქსნის ერისთავთა მატიანის, „ძეგლი ერისთავთას“ ავტორი. შეასრულა კამარები და მახარებელთა მინიატიურები გიორგი თაბაურის მიერ ვირშელ ქსნის ერისთავისთვის გადაწერილი სახარებისთვის.