ფერადი სმენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:51, 1 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფერადი სმენა, სინოფსია – შუქფერადოვანი ასოციაციები, წარმოიქმნებიან გონებაში როგორც სმენითი შთაბეჭდილებების თანამგზავრები.
ცნობილია, რომ მაჟორული და მინორული კილოების შეპირისპირების დროს ჩვეულებრივ წარმოიშვება შუქ-ჩრდილის მსგავსი შეგრძნებები; ისეთი ასოციაციები, როგორიცაა – მაჟორის სიკაშკაშე, სინათლე და მინორის სიმქრქალე, სირბილე – სავსებით თანხვდება კილოებრივი მიხრილობის განზოგადებულ გამომსახველობას.
ფერადი სმენა ჰქონდათ სკრიაბინს, რიმსკი-კორსაკოვს და სხვებს. ფერადოვანი ან ფეროვანი მუსიკა ბგერისმიერი ინფორმაციის გარდასახვაა; ბგერასა და ფერს შორის კანონზომიერი კავშირების არსებობის უძველესი ძიებანი რეალური გახდა დღეს – ავტომატიკის, ელექტრონიკის და კიბერნეტიკის საუკუნეში.