კასკადიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:49, 2 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კასკადიორი – (ფრანგ. cascadeur), იგივე, რაც კინოდუბლიორი, კასკადიორების წინამორბედნი იყვნენ ქუჩის მუშაითები, რომელთა შესახებ შატობრიანმა თქვა – მაყურებელზე ზემოქმედების თვალსაზრისით, მათ ტოლი არა ჰყავთო. კასკადიორები არიან ცირკის მსახიობები – „კასკადური ნომრების“ შემსრულებლები (აქედან წარმოსდგა ტერმინი). კასკადიორი კინოვარსკვლავებს (მსახიობებს) ცვლის სახიფათო სცენებში.