ეკლოგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:28, 4 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეკლოგა – (ბერძ. ekloge), ანტიკური ბუკოლიკური პოეზიის ერთ-ერთი ჟანრი. ეკლოგას აქვს ან დიალოგის ფორმა მწყემსებსა და სოფლელებს შორის, ან წარმტაცი სოფლური ყოფისადმი მიძღვნილი სიმღერების და პოემების ფორმა. უახლოვდება „პასტორალს“.