გალისხევის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:02, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გალისხევის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სკრის ხეობის მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გალისხევის თავში. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,5X5,15 მ), ნაგებია ფიქალი ქვით. არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის სწორკუთხა აფსიდი კუთხეებში მომრგვალებულია. შენობას კამაროვანი გადახურვა აქვს. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ნაგებობები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები