მთადეკეულის წმინდა გიორგის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:20, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მთადეკეულის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელწყაროსთან, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ მთადეკეულის ცენტრში, შემაღლებულ ადგილას. სტილისტური ანალიზით თარიღდება IX საუკუნით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (4,9 X 7,5 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით (წყობა ირეგულარულია). ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია გადახურვა, სანახევროდ დანგრეულია კედლები. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთ კედელში სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში მცირე ნიში.