ღვინიანთ საყდარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:38, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღვინიანთ საყდარი - ეკლესია მდებარეობს საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავიდან აღმოსავლეთით სამი კილომეტრის დაშორებით, ღვინიანთეულებში. თარიღდება გვიანფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (10,8 X 7,7 მ.), ნაგებია რიყის ქვით და აგურით. ნახევრად დანგრეულია. ეკლესიას შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთით აქვს. თითო სარკმელი ოთხივე მხარეს. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო მოზრდილი ნიშია. ეკლესია გადახურული იყო ცილინდრული კამარით.