ლევან გოთუას სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:29, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლევან გოთუას სახლი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქ. მცხეთაში, არმაზის ქ., 56. ისტორიულ, მონუმენტალური ხელოვნების ძეგლი ეკუთვნოდა ცნობილ ქართველ მწერალს ლევან პართენის ძე გოთუას (1905-73), ავტორს ისტორიული რომანების, ისტორიულ თემაზე დაწერილი მრავალი მოთხრობის, პიესის და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი ნაწარმოებებისა.

სახლი ორსართულიანია, ნაგებია აგურით. მწერლის სამუშაო ოთახი მეორე სართულზეა. ამ სახლში დაამთავრა მწერალმა „გმირთა ვარამის“ მე-4 ტომი, „მითრიდატე“ და „სერაფიტი“.

ეზოში მწერლის საფლავია. კურსების გრანიტით მოპირკეთებულ დაბალ ოთხკუთხა კვარცხლბეკზე დგას ბრინჯაოს სიმბოლური ფიგურა, რომელსაც მარჯვენა ხელში ხმალი და ფარი ხოლო მარცხენაში გაშლილი წიგნი უჭირავს. ფიგურა მოჩარჩოებულია „ეტრატით“ (მოქანდ. ჯ. თუშურაშვილი, არქიტ. გ. კავთიაშვილი).

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები