ამორტიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:13, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამორტიზაცია – (ფრანგ. amortir სიკვდილამდე მიყვანა, ჩახშობა, ჩაქრობა),
- ბიძგების, დარტყმების შერბილება სპეციალური მოწყობილობის საშუალებით;
- ძირითადი ფონდების (ნაგებობათა, მოწყობილობათა და სხვ.) თანდათანობითი გაცვეთა; მათი ღირებულების ნაწილ-ნაწილ გადატანა გამომუშავებულ პროდუქციაზე;
- დაბეგრილი ქონების ღირებულების თანდათანობითი შემცირება;
- ვალის თანდათანობითი დაფარვა პერიოდული შესატანებით;
- სავალო საბუთის გაუქმება მისი დაკარგვის გამო.