საკანალიზაციო მაგროვებელი ჭა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკანალიზაციო მაგროვებელი ჭა

საკანალიზაციო მაგროვებელი ჭა – ძირითადი და ყველაზე დიდი ზომის საკანალიზაციო ჭა, სადაც თავს იყრის ყველანაირი სიბინძურე და საცხოვრებელი სახლებიდან და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებიდან ჩამონადენი წყალი. მისი მოცულობა განისაზღვრება მაცხოვრებლებისა და გამოყენებული წყლის რაოდენობის მიხედვით. საკანალიზაციო მაგროვებელი ჭა კეთდება უბნის ყველაზე დაბალ წერტილში, რათა მოხდეს საკანალიზაციო მილგაყვანილობის ოპტიმალური დახრის კუთხის უზრუნველყოფა.

ძირითადად მზადდება რკინაბეტონის რგოლებისაგა, თუმცა ზოგჯერ აშენებენ აგურისაგან. შესაძლებელია გამზადებული პლასტმასის სეპტიკების გამოყენებაც. საკანალიზაციო მაგროვებელი ჭის კედლები და სახურავი აუცილებელია იყოს ჰერმეტული, რათა არ მოხდეს ფეკალური მასებისაგან გამოწვეული უსიამოვნო სუნის გაჟონვა ატმოსფეროში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები