სამარჯვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:58, 6 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამარჯვი

სამარჯვი (სამართული, სარგულა) – ტექნიკური აღჭურვილობის ნაწილი, რომელიც გამოიყენება ნამზადისა და მჭრელი იარაღის დასამაგრებლად საჭირო მდგომარეობაში, აგრეთვე საამწყობო ოპერაციის საწარმოებლად.

სამარჯვის სახეობებია: ამწევი, ასამუშავებელი, გადასაბმელი, გასაწყობი, დამცავი, დამჭიმი, დამხმარე, დამჭერი, მაკავშირებელი, მამჭიდროებელი, მისაბმელი, მომჭერი (სურ. 1), მოსახსნელი, მცველი, ნიადაგჩამჭიდი, ნორმალიზებული, რეგულირებადი, საბუქსირო, სადაზგე, საზეთი, საკონტროლო, სამიზნებელი, საყენებელი, საწყობო (სურ. 2. მოწყობილობა საფასადე აგურის წყობისათვის), საჩარხო, საჩერებელი, სპეციალური (სურ. 3. მოწყობილობა ხის სტანდარტული ნიმუშების გამოსაცდელად კუმშვაზე ბოჭკოების გასწვრივ), უნივერსალური, უნივერსალურ-გასაწყობი, შესაბმელი, ხანძარსაქრობი და სხვა.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები