სკრის ბრძოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:36, 6 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სკრის ბრძოლა - ისტორიული ბრძოლა მოხდა 1756 წ. ახლანდელ ნასოფლარ სკრასთან. ყვარლის ციხესთან დამარცხების შემდეგ (1755 წ.) ნურსალ-ბეგის (ავარიის ხანის) მრავალრიცხოვან რაზმებად დაშლილი ლაშქარი ქართლის სოფლებში დათარეშობდა. ერთ-ერთ ასეთ სამათასიან რაზმს სოფელ ნიჩბისთან შეება ქართველი მეფეების თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მეწინავე რაზმი. გაქცეულმა მტერმა აიღო კარალეთის ციხე. ქართველთა მეწინავე რაზმი ლეკებს სკრასთან დაეწია და გაუმართა ბრძოლა, რომელიც ქართველების გამარჯვებით დამთავრდა.