ცორცორას სამაროვანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:05, 7 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცორცორას სამაროვანი - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ დიღმის ჩრდილო-დასავლეთით, ნაოქიანის ხევის ჩრდილოეთით, ე.წ. ცორცორას მთაზე, თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. სამარხები 0,5-1 მეტრის სიღრმეზე ირშია ჩაჭრილი და ქვიშაქვის ფილებისაგან შეკრულ ქვაყუთებს წარმოადგენს. მათი უმეტესი ნაწილი კოლექტიურია. თითოეულ მათგანში 2-5 მიცვალებული ესვენა გულაღმა, გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ. ცორცორას სამაროვანზე აღმოჩენილი ინვენტარი (ბრინჯაოს და რკინის მშვილდსაკინძები, გემიანი ბეჭედი და სხვ).