ანტისეისმური სარტყელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:29, 9 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტისეისმური სარტყელი

ანტისეისმური სარტყელი – მონოლითური რკინაბეტონის სარტყელი, რომელიც ეწყობა შენობის განივ და გრძივ კედლებზე სართულშუა გადახურვის დონეზე და რომელიც წარმოქმნის უწყვეტ დაარმირებულ ჰორიზონტალურ ჩარჩოს. შენობებში, სადაც გადახურვებში გამოყენებულია კაპიტალურ კედლებზე კონტურით დაყრდნობილი რკინაბეტონის ფილა, სარტყლის მოწყობა სავალდებულო არაა და ფილა უკავშირდება კედელს ფოლადის ანკერებით. აგურის (ბლოკის) შენობებში სარტყლის სიგანე კედლის სისქის ტოლია. თუ კედლის სისქე მეტია 500 მმ-ზე, მაშინ შესაძლებელია სარტყლის სიგანე შემცირდეს 150 მმ-ით ფასადის მხრიდან. ბეტონის კლასი მიიღება არანაკლები B12,5. 7 და 8 ბალიანი საანგარიშო სეისმურობის დროს სარტყელი დაარმატურდება 4Ф10 ღეროებით, 9 ბალიანისას – 4Ф12 ღეროებით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები