საბადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:47, 9 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბადო

1. დიდი რაოდენობით ბუნებრივად თავმოყრილი მინერალები, რომლებიც ხარისხით, განლაგების პირობებით, ტექნიკური დონითა და ეკონომიკურად მისაღებია სამრეწველო გამოყენებისათვის;

2. ადგილი, სადაც სასარგებლო ნამარხი, კერძოდ მადნეული, მოიპოვება.

ბუნებრივი საბადო

ბუნებრივი საბადოა მიწის წიაღში ბუნებრივად დაგროვებული სასარგებლო წიაღისეული, რომლის მოპოვება ხდება დახურული ან ღია წესით.

ტექნოგენური საბადო

ტექნოგენური საბადოა წიაღის უბანი შექმნილი სანაყაროთი, ტერიკონიკით, სალექარით, კუდსაცავით, სპეციალური საწყობებით, ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევებით ან სხვა აკუმულაციური ფორმებით. დროთა განმავლობაში სამთომომპოვებელ, მეტალურგიულ, ქიმიურ, გადამამუშავებელ და მისთანთა საწარმოების სიახლოვეს ჩნდება ტექნოგენური საბადოები, რომლებსაც იყენებენ მეორადი წარმოების პროდუქტების მისაღებად. ასეთივე საბადოები შეიძლება გაჩნდეს წყალსაცავებში აკუმულირებული ჩამონატანებისგან, დალექილი ნარჩენებისგან და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები