სასაქონლო ნიშანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:49, 9 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სასაქონლო ნიშანი
1. ამა თუ იმ ქვეყანაში დადგენილი წესით რეგისტრირებული, ორიგინალურად გაფორმებული გრაფიკული, ტექსტური, რელიეფური ან სხვაგვარი ნიშანი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საწარმოს მიერ წარმოებული ერთგვაროვანი ნაწარმის ერთმანეთისგან გასამიჯნად. არსებობს მისი ორი სახე: სავაჭრო მარკა და სავაჭრო სახელწოდება; 2. სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელსა და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა და მომსახურებისაგან. სიმბოლო შეიძლება იყოს სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე, ადამიანის სახელი, ასოები, ციფრები, გამოსახულება, სამგანზომილებიანი ფიგურა ან ასოებისა და სიტყვების გარკვეული შეხამება.