სამფენიანი პანელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამფენიანი პანელი – თანამედროვე სამშენებლო კონსტრუქცია, რომელიც წარმოადგენს ორი ხისტი ფენის (ალუმინი, ფანერა, კომპოზიტი, ფოლადი, მინაპლასიტი, მინატექსტოლიტი და სხვ.) და ერთი შუა დამათბუნებელი ფენის (ქაფპლასტი, ქაფპოლისტირენი, ქაფპოლიურეთანი, მინერალური ბამბა და სხვ.) ერთობლიობას.
კონსტრუქციის მიხედვით არსებობს: ხე-ფანერის, ალუმინის, ფოლადის, პლასტმასის, ბეტონის (სურ. 1. გარე ფენა – ფოლადის ბადით დაარმირებული და დეკორატიული მასალით მოპირკეთებული ბეტონი, შუა ფენა – მინერალური ბამბა ან ქაფპოლისტირენი, შიდა ფენა – ალუმინი ან დეკორატიული პლასტიკი) და სენდვიჩ-პანელი (სურ. 2. შემოსვები ძირითადად ფოლადის ფურცლების, შუა ფენა – ქაფპოლიურეთანი ან ქაფპოლისტირენი).