სეისმოგრაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:41, 11 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სეისმოგრაფი – (ბერძ. seismós მიწისძვრა და gráphein წერა, ხატვა, კაწვრა), დედამიწის ქერქის რყევათა ავტომატურად ჩასაწერი ხელსაწყო. რხევის ელექტროდინამიკური სეისმოგრაფის ხელსაწყოს კორპუსი თავის თავზე იღებს ინერციული ტვირთის გადაადგილებას, რომელიც ზამბარებით არის კორპუსთან დაკავშირებული და გარდაიქმნება ელექტრონულ რხევებად. თხევად გარემოში (ზღვებში, ჭაბურღილებში) შეკუმშული მოცულობითი ტალღის რეგისტრაციისათვის გამოიყენება პიეზოელექტრული სეისმოგრაფი.