სეკვოია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:19, 11 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სეკვოია

სეკვოია – (ინგლ. Sequoia < ამერიკელი ინდიელი მეცნიერის სეკვოიას სახელის მიხედვით (ცნობილია აგრეთვე ჯორჯ გუეშის სახელით), მარადმწვანე გიგანტური წიწვოვანი ხე. სიმაღლეში აღწევს 110 მ-ს, დიამეტრი 6-9 მ.

სეკვოია ჩვენი პლანეტის ყველაზე მაღალი ხეა. ველურად იზრდება ჩრდილოეთ ამერიკაში – კალიფორნიასა და სამხრეთ ორეგონის მთებში. დეკორატიული მცენარეა. მოშენებულია ბაღ-პარკებში დასავლეთ ევროპის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება სოხუმში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, წინანდალსა და სხვაგან. სწრაფმზარდია. ცოცხლობს 2000 წელზე მეტს. მერქანი ხასიათდება კარგი მექანიკური თვისებებით. გამოიყენება რკინიგზის შპალების, სატელეგრაფო ბოძების, ავეჯისა და ფანქრების წარმოებაში.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები