სელენიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:45, 11 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სელენიტი – (ბერძ. selēnē მთვარე), მბზინავი მოვარდისფრო ყვითელი ფერის ბოჭკოვანი თაბაშირი, სანაკეთო მასალა, რომელსაც აქვს აბრეშუმისებრი ელვარება და გაპრიალებულ ზედაპირზე ლამაზი მბზინავი ოპტიკური ეფექტი (ანალოგიური „კატის თვალის“ ეფექტის).
სიმკვრივე – 2310-2330 კგ/მ3;
სიმაგრე მოოსის სკალით – 1,5-2.
ჩანართების სახით შეიძლება შეიცავდეს თიხის, ქვიშის, გოგირდის, ორგანული ნივთიერებების მინარევებს. გამოიყენება მოსაპირკეთებელ ქვად, წვრილმანი ნაკეთობებისა და ფიგურების დასამზადებლად და სხვ.